კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
2122232425
26
27
282930    

სიახლეები

საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

3 ივნისი, 2014

საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

 
შეგახსენებთ, რომ ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად, 30 ივნისის ჩათვლით, წარუდგინოს თვითშეფასების წლიური ანგარიში/ანგარიშები ელექტრონული ფორმით.
 
 
თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის გზით საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი
 
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები. ამ შემთხვევაში  საგანმანათლებლო დაწესებულებამ ოფიციალურ წერილთან და თვითშეფასების წლიურ ანგარიშთან ერთად ცენტრში უნდა წარმოადგინოს საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, სილაბუსები, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალზე ელექტრონული ფორმით (СD-ზე ჩაწერილი) და პროგრამების დამატების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. თითოეული აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის 1000 ლარს, ხოლო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  დამატების შემთხვევაში – 800 ლარს.
 
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება
 
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მფლობელი, რომელსაც სურს მოიპოვოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება, იხდის 1000 ლარს თვითშეფასების წლიური ანგარიშის წარდგენის დროს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მფლობელი, რომელსაც სურს მოიპოვოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება, იხდის 3000 ლარს თვითშეფასების წლიური ანგარიშის წარდგენის დროს.
 
თვითშეფასების წლიური ანგარიშის ფორმები:
 
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში
 
 
შენიშვნა: საჯარო სკოლებს და სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯებს გთხოვთ, ცენტრში წლიური ანგარიში წარმოადგინოთ სისტემა Eflow-ს მეშვეობით. საჯარო სკოლებს, რომლებიც არ არიან ჩართული სისტემაში, გთხოვთ მიმართოთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს წლიური ანგარიშის გადმოსაგზავნად. გაითვალისწინეთ, რომ სისტემა Eflow-ს მეშვეობით გამოგზავნილი დოკუმენტაციის ცენტრში მატერიალური სახით წარმოდგენა საჭირო არ არის.
 
კერძო სკოლებს, კერძო პროფესიულ კოლეჯებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს გთხოვთ, თვითშეფასების წლიური ანგარიშები ცენტრში წარმოადგინოთ ელექტრონული სახით, კომპაქტურ დისკზე (CD) ჩაწერილი, რომელსაც თან დაურთავთ დაწესებულების ოფიციალურ წერილს.
 
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 
ტელეფონი/ფაქსი: (+995 322) 200 220
მისამართი: ალექსიძის ქ. 1 (ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
 
 
საბანკო რეკვიზიტები:
 
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი - BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში - GE66BG0000000344269500
საიდენტიფიკაციო კოდი - 202330566

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge