კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

ტრენინგი უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ

4 ივლისი, 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთათვის უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.

 

ცენტრის განათლების აღიარების სამმართველოს თანამშრომლებმა ტრენინგზე განიხილეს განათლების აღიარებისათვის მნიშვნელოვანი ასპექტები იმ ქვეყნების სისტემების მაგალითებზე, საიდანაც  ყველაზე მეტი განათლებამიღებული  ქართველი მოსწავლე ბრუნდება საქართველოში. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული მაგალითები და ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები შეასრულეს.

 

მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა სხვადასხვა ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემების (მათ შორის, შეფასების სისტემების) შესახებ, განათლების აღიარებისა და უცხოეთიდან ჩამოსული მოსწავლის სკოლაში მიღების პროცედურების შესახებ, უცხოური და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს შორის თავსებადობის დადგენისა და უცხოური შეფასებების ქართულ ქულებზე კონვერტირების შესახებ.

 

 

ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძო სკოლების წარმომადგენლები.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge