კალენდარი

arrow ივლისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13
14
1516171819
20212223242526
2728293031  

სიახლეები

შეხვედრა განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით

9 დეკემბერი, 2011

2011 წლის 13 დეკემბერს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და IV/V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან განათლების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძოდ:
•    დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ფარმაციისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გაზრდა;
•    ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მეოთხე არჩევითი საგნის დაწესების რეგულაცია;
•    IV/V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა მიღება;
•    2012 - 2013 სასწავლო წლისათვის აბიტურიენტთა მიღების მიზნით ანკეტა-კითხვარების წარმოდგენა.

საკითხების აქტუალურობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და IV/V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენლის შეხვედრაზე დასწრება.


საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა სიმრავლიდან გამომდინარე შეხვედრა გაიმართება 2 ნაკადად:


რეგიონებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის - 12:00 საათზე;
თბილისში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის - 15:00 საათზე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge