კალენდარი

arrow მაისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627283031

სიახლეები

შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და IV/V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან

13 დეკემბერი, 2011

2011 წლის 13 დეკემბერს,  12:00 საათსა და 15:00 საათზე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და IV/V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან განათლების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კუთხით განხორციელებული ცვლილებების შესახებ, კერძოდ კი განიხილული იყო  2012 - 2013 სასწავლო წლისათვის აბიტურიენტთა მიღების მიზნით ანკეტა-კითხვარების წარმოდგენის, IV/V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა მიღების, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მეოთხე არჩევითი საგნის დაწესების რეგულაციის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ფარმაციისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გაზრდისა და ასევე მობილობის საკითხები.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge