კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
2122232425
26
27
282930    

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

13 დეკემბერი, 2011

საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების თანახმად საგანმანათლებლო დაწესებულებას პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ რეესტრში ინფორმაციის სრულ და სწორ შეტანაზე, ასევე რეესტრში რეგისტრირებულ ინფორმაციაში შეცდომების დროულად გამოვლენასა და რეესტრის ინფორმაციის დროულად შევსებაზე. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს ცენტრის მხრიდან რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი შესაბამისი მოქმედების შეჩერების ან მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2011 წლის 19 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ატარებს ტრენინგებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების შესახებ.
ტრენინგის ხანგრძლივობა თითოეული ჯგუფისათვის შეადგენს სამ დღეს. ტრენინგზე დასწრება ფასიანია.  საფასურს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ცენტრსა და დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ხელშეკრულების გასაფორმებლად დაწესებულებამ ცენტრს უნდა მომართოს მიმდინარე წლის 18 დეკემბრამდე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge