კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
29
30    

სიახლეები

კონფერენცია თემაზე „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოწვევები და გაუმჯობესების გზები“

10 ნოემბერი, 2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე: „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოწვევები და გაუმჯობესების გზები“. კონფერენცია მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ გახსნა.

 

 

კონფერენციაზე ევროსაბჭოს ექსპერტებმა ლიჯია დეკამ და აქიმ ჰოფბახმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები. ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ცვლილებებზე ისაუბრა.

 

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და განათლების სპეციალისტები, რომლებმაც ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის დახვეწის გზებზე იმსჯელეს. ხარისხის გაუმჯობესება განათლებისა და მეცნიერების გრძელვადიანი პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი, ზრუნავს ამ მექანიზმების დახვეწაზე, რომ  ქართული საგანმანათლებლო სისტემა და უმაღლესი განათლების ხარისხი იყოს თავსებადი ევროპულთან.

 

საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს გამართული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ეყრდნობა ადგილობრივ საჭიროებებს და ითვალისწინებს საერთაშორისო ტენდენციებს. ამ მიმართულებით, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად. ამჟამად, ევროსაბჭოს ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მიმდინარეობს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების გადახედვა და პროცესის დახვეწა.

 

„ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ნდობა უმაღლესი განათლების მიმართ როგორც ქვეყანაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.  უმაღლესი განათლება უნდა იყოს მიმზიდველი, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სტუდენტებისთვის და ხელს უწყობდეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას“ - განაცხადა ელენე ჯიბლაძემ.

 

პრეზენტაციები:

 

„საქართველოში გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიმოხილვა“ - ლიჯია დეკა, აქიმ ჰოფბახი

 

„საქართველოში გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიმოხილვის ანგარიში“ - ლიჯია დეკა, აქიმ ჰოფბახი

 

„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული მექანიზმის მიმოხილვა“ - ელენე ჯიბლაძე

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge