კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789
10
1112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების წევრებთან

8 დეკემბერი, 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2014 წლის 6-7 დეკემბერს ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოების წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა წინა წლებში მოქმედი საბჭოების მუშაობის ანალიზზე დაყრდნობით, ამჟამად მოქმედი საბჭოების მუშაობის გაუმჯობესება.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების განმარტებებისა და ერთიანი მიდგომების შემუშავების შესახებ, ასევე მიმოიხილეს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები და პროცედურების გაუმჯობესების გზები.
ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახურის სპეციალისტმა თამთა კობახიძემ წარმოადგინა ეთიკის კოდექსის პროექტი, რომლის განხილვაშიც აქტიურად ჩაერთვნენ საბჭოების წევრები. მათ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები საბჭოების წევრთა შერჩევის პირობებზე, მათ რაოდენობასა და როლზე ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში, უფლებამოსილების ვადის შესახებ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრა ნაყოფიერად ჩატარდა. გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებიც დახვეწასა და დამუშავებას საჭიროებს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge