კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

პაატა პაპავას სემინარი „განათლების ძირითადი იდეოლოგიები“

9 დეკემბერი, 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო სემინარების ციკლი „საუბრები განათლების შესახებ“. სემინარების მიზანია შეიქმნას პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება განათლების საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობა, საგანმანათლებლო თეორიების განხილვა და მათი პრაქტიკასთან დაკავშირება.

სემინარი ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები საინტერესო იქნება როგორც განათლების სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებისთვის, ასევე, დამწყები სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის.

ცენტრის პირველი სტუმარი იყო განათლების ექსპერტი პაატა პაპავა, რომელმაც ძალიან საინტერესო და ვრცელი ლექცია ჩაატარა თემაზე „განათლების ძირითადი იდეოლოგიები“.

ლექცია-სემინარს ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

პრეზენტაცია განათლების იდეოლოგიები

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge