კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
29
30    

სიახლეები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მოდულების განხორციელებისათვის მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობის და სასწავლო გარემოს ნორმატივებზე მუშაობა დაიწყო

24 თებერვალი, 2015


პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მოდულების განხორციელებისათვის მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობის და სასწავლო გარემოს ნორმატივებზე მუშაობა დაიწყო.

ამ მიზნით 19-24 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით ორგანიზება გაუკეთდა სამუშაო შეხვედრებს, რომლებშიც დარგის სპეციალისტები, საჯარო და კერძო სტრუქტურების, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი კერძო და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრები გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში გაიმართა.

საბოლოო სახით შემუშავების შემდეგ ნორმატივები სახელმწიფო უწყებების, სოციალური პარტნიორების წარმომადგენლებით და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებულ ჯგუფებთან გაივლიან ვალიდაციას.

ნორმატივები საფუძვლად დაედება ავტორიზაციის სტანდარტებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტებს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge