კალენდარი

arrow მარტი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     

სიახლეები

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

6 აპრილი, 2015


4 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის თანამშრომლები იმ საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც მოდულური პროგრამების დანერგვაში მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრის მიზანი დასანერგი პროგრამების დაზუსტება და დანერგვასთან დაკავშირებული საჭიროებების იდენტიფიცირება იყო.


პროგრამის ფარგლებში მოდულური პროგრამების დანერგვისათვის მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. დაწესებულებები უზრუნველყოფილნი იქნებიან პროგრამებით და მოდულებით, საგანმანათლებლო რესურსებით. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით დაწყებულია გარემოსა და ტენიკური აღჭურვილობის თავსებადობის შეფასების სამუშაოები. მომავალ კვირაში კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ჩართულობით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც პროფესიული განათლების მასწავლებელთა გადამზადების საჭიროებების იდენტიფიცირება მოხდება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge