კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
212223
24
252627
282930    

სიახლეები

ტემპუსის პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტების მართვის ინტეგრირებულ სისტემაზე მუშაობა გრძელდება

19 მაისი, 2015


15 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ტემპუსის პროექტის „უნივერსიტეტების მართვის ინტეგრირებული სისტემა - INURE“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავს უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვასა და საქართველოს უნივერსიტეტების მენეჯმენტში კომპლექსური ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის განვითარებასა და დანერგვას, რაც დამყარებული იქნება პარტნიორი ქვეყნების ამჟამინდელ მდგომარეობასა და ევროპულ გამოცდილებაზე.

პროექტის არსებობის 2 წლის განმავლობაში შემუშავებულია „უნივერსიტეტის მართვის ინფორმაციული სისტემის შექმნის, განვითარებისა და დანერგვის მეთოდოლოგიური საფუძვლები“ (სამუშაო ვერსია), რომელიც მოიცავს უნივერსიტეტის მენეჯმენტის ძირითად მოთხოვნებს საინფორმაციო სისტემებისადმი და აერთიანებს პროექტში მონაწილე სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის გამოცდილებას (გერმანია, პოლონეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო).

შემუშავებული მეთოდოლოგია ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის მართვის თანამედროვე ინტეგრირებული სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge