კალენდარი

arrow ივლისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
7
89101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

სიახლეები

ტრენინგი პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელებისთვის

20 მაისი, 2015


საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისში“ ჩატარდა ესტონეთის რესპუბლიკის ფონდ „ინნოვეს“ მიერ ორგანიზებული მესამე სასწავლო ტრენინგი - „მენეჯერი, როგორც ლიდერი განვითარების საქმიანობაში“, რომელსაც ფონდ „ინნოვეს“ ხელმძღვანელობა და ესტონელი ექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შემდეგ საკითხებს: „როგორ გავაუმჯობესოთ იმიჯი პროფესიულ განათლებაში“; „ნაციონალური უნარ-ჩვევების ორგანიზების კონკურსები“, „ესტონური გამოცდილების გაზიარება“; „ჯგუფური მუშაობა პროფესიული განათლების იმიჯისათვის საქართველოში“; „პროექტის დიზაინი და მართვა, საერთაშორისო თანამშრომლობა“; „რა უნდა გავითვალისწინოთ სწავლების დაგეგმვის დროს მომავალი სტუდენტებისათვის“.

ტრენინგი მიმდინარეობს ქართულ-ესტონური პროექტ „საუკეთესო ესტონური გამოცდილების გაზიარება, რათა მხარი დავუჭიროთ კონკურენტუნარიანობას საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი 2014 წელს დაიწყო და წელს დასრულდება. მასში ჩართულები არიან საზოგადოებრივი კოლეჯები „ახალი ტალღა“, „მერმისი“ და „აისი“, ბათუმის საზღვაო აკადემია, პროფესიული კოლეჯები „იბერია“, „ფაზისი“, „ოპიზარი“, ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია პროფესიული განათლების სწავლების ხარისხის ამაღლება, კოლეჯების ხელმძღვანელთა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, პროგრამებისა და სილაბუსების დახვეწა, მათი ჩართულობა სხვადასხვა აქტივობაში, სტუდენტების გაცვლითი პროგრამები და ა.შ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge