კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1
2
345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ოთხ ქართულ უნივერსიტეტში განათლების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამებს შეამოწმებს

12 ივნისი, 2015


ტემპუსის პროექტის „სამაგისტრო პროგრამა განათლების მენეჯმენტში: ლიდერების აღზრდა საგანმანათლებლო რეფორმებისათვის“ ფარგლებში ოთხ ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ თვითშეფასების ვიზიტების განხორციელება დაიწყო.

9-10 ივნისს ექსპერტებმა პირველი ვიზიტი განახორციელეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორი კვირის განმავლობაში ექსპერტები ვიზიტებს განახორციელებენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ვიზიტის განმავლობაში ექსპერტებს საშუალება აქვთ შეხვდნენ აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, კურსდამთავრებულებს და პოტენციურ დამსაქმებლებს. თითოეული ვიზიტის შესახებ ექსპერტთა საერთაშორისო გუნდის მიერ მომზადდება ანგარიში. ვიზიტები მიმდინარეობს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინაციითა და ორგანიზებით.

მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის განვითარებას და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge