კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
2930    

სიახლეები

კომპიუტერული გრაფიკის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

18 ივნისი, 2015


17 ივნისს, კომპიუტერული გრაფიკის საერთაშორისო ფესტივალ ICG Tbilisi 2015-ის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებსა და ფესტივალის უცხოელ სტუმრებს შორის. შეხვდრას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი შარვაშიძე.

შეხვედრაზე განიხილეს კომპიუტერული გრაფიკის კუთხით საგანმანათლებლო სისტემაში არსებული საკითხები და მიმდინარე პროცესები. მხარებმა გაცვალეს ინფორმაცია დარგში არსებულ საკითხებთან და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებთან დაკავშირებით.

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ პროფესიული სტანდარტების და მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროფესიების განვითარებაზე წარმოადგინა პრეზენტაცია.

შეხვედრის მონაწილე კომპანია „აუტოდესკმა“ სრული მზადყოფნა განაცხადა საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვისა და სისტემაში სიახლეების დანერგვის კუთხით. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ისაუბრა საგანმანათლებლო პროექტებსა და დარგში გასატარებელ აუცილებელ პროექტებზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ შეხვედრის მონაწილეებს დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაცია CG Georgia და „ავტოდესკის“ აკადემიური პარტნიორი რეგიონში Easy Soft-ი.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge