კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2930    

სიახლეები

ENIC-NARIC-ის ყოველწლიური შეხვედრა ავსტრიაში

18 ივნისი, 2015

2015 წლის 7-9 ივნისს ავსტრიის ქალაქ ბრეგენცში გაიმართა „ევროპული საინფორმაციო ცენტრებისა და ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელის“ (ENIC-NARIC Network) წარმომადგენელთა 22-ე ყოველწლიური შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების დადასტურების სამსახურის უფროსი ანა მაისურაძე.

„ევროპული საინფორმაციო ცენტრებისა და ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელის“ წარმომადგენლების 22-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე განხილულ იქნა უმაღლესი განათლების ფარგლებში ელექტრონული საშუალებებით მიღებული ან არაფორმალური განათლების აღიარების მიზანშეწონილობა, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ, აგრეთვე გაანალიზებულ იქნა კვალიფიკაციათა ჩარჩოს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და განათლების აღიარების ურთიერთკავშირი.

„ევროპული საინფორმაციო ცენტრებისა და ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელის“ მიზანია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების ხელშეწყობა. ის ხელს უწყობს მის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას, „საუკეთესო პრაქტიკის“ იდენტიფიცირებასა და აღიარების პოლიტიკის ანალიზს. „ევროპული საინფორმაციო ცენტრებისა და ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელის“ წევრია ის 55 ქვეყანა, რომელთაც „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენცია“ (ლისაბონის კონვენცია) აქვთ რატიფიცირებული ან ხელმოწერილი.

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge