კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

განათლების მენეჯმენტის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტები დასრულდა

22 ივნისი, 2015

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ტემპუსის პროექტის „სამაგისტრო პროგრამა განათლების მენეჯმენტში: ლიდერების აღზრდა საგანმანათლებლო რეფორმებისათვის“ ფარგლებში, 15-19 ივნისს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. ვიზიტის დროს ექსპერტები შეხვდნენ განათლების მენეჯმენტის პროგრამის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, პოტენციურ დამსაქმებლებს, აგრეთვე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ხარისხის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებს. ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო უნივერსიტეტებში არსებული უმაღლესი განათლების მენეჯმენტის პროგრამების შესახებ და გაეცნო შესაბამის დოკუმენტაციას. თითოეული ვიზიტის შესახებ ექსპერტთა საერთაშორისო გუნდი ანგარიშებს მოამზადებს.

მსგავსი აქტივობები საშუალებას მისცემს ქართულ უნივერსიტეტებს გაეცნონ უცხოურ გამოცდილებას კონკრეტულ სფეროში და გაზარდონ მათ მიერ შემოთავაზებული პროგრამების კონკურენტუნარიანობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge