კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
2122232425
26
27
282930    

სიახლეები

ტემპუსის პროექტის ფარგლებში ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1 ივლისი, 2015



23 და 24 ივნისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ტემპუსის პროექტის ფარგლებში „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და ტრანსნაციონალური განათლების ინსტრუმენტები.

პროექტის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (QAA), ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების ევროპული ფონდი (EFMD), სომხეთის განათლების ხარისხის ცენტრი (ANQA), იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტი (საფრანგეთი), ქართული და საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

თეორიული ნაწილის შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრები ჯგუფებში. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანი იყო UNESCO-ს ტრანსნაციონალური უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გაიდლაინების საფუძველზე კონკრეტული ინდიკატორების ჩამოყალიბება, მათი განვითარებისა და დახვეწის მიზნით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge