კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
2930    

სიახლეები

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან

7 თებერვალი, 2012

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით, პროფესიული სტუდენტის შეფასებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას გეგმავს.
პროფესიული სტუდენტის შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად მხარეებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთი შენიშვნები და  მოსაზრებები გამოთქვეს და ისაუბრეს ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე.
შეხვედრაზე მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოკლე ვადაში წარმოუდგენენ წინადადებებს, რომელშიც ასახული იქნება პროფესიული სტუდენტის შეფასების მათთან არსებული მეთოდები. მოსაზრებების გაზიარების და გათვალისწინების შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები პროფესიული სტუდენტის შეფასებასთან დაკავშირებით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge