კალენდარი

arrow მაისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627283031

სიახლეები

შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებთან

3 ივლისი, 2015


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, თამარ ზაალიშვილისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ინფორმირებას.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვიზიტის ჩატარებისა და დასკვნის მომზადების პრაქტიკის გაუმჯობესების შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ დაახლოება. კერძოდ, აქცენტები გაკეთდა ექსპერტთა დამოუკიდებლობის ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო პროგრამების სიღრმისეულ შეფასებაზე. ექსპერტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სისტემაში დაგეგმილი ცვლილებებისა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატის შესახებ.

თამარ ზაალიშვილმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია ეტაპობრივი შეხვედრები ექსპერტთა კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge