კალენდარი

arrow მაისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627283031

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებთან შეხვედრები გრძელდება

8 ივლისი, 2015


6 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ინფორმირება.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვიზიტის ჩატარებისა და დასკვნის მომზადების პრაქტიკის გაუმჯობესების შესახებ.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აკრედიტაციის ვიზიტის პროცესისა და დასკვნების დახვეწით ცენტრი კიდევ უფრო დაუახლოვდება „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების“ მოთხოვნებს. აქცენტები გაკეთდა ექსპერტთა დამოუკიდებლობის ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო პროგრამების სიღრმისეულ შეფასებაზე. შეხვედრის ბოლოს განხილულ იქნა სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები, რაც ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით წარიმართება.

ექსპერტთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge