კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
212223
24
252627
282930    

სიახლეები

სტუდენტთა დასაქმების პროექტში კერძო სექტორი აქტიურდება

15 თებერვალი, 2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” ბიზნეს-ორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთნენ. დღეს კერძო კომპანიების 150-მდე წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა გამართეს.

 
შეხვედრაზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანებულმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა და მეწარმე ფიზიკურმა პირებმა  მზადყოფნა გამოთქვეს, ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და ვაკანტური ადგილების/პირობების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიაწოდონ.

 
სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, II-დან  IV კურსის ჩათვლით ბაკალავრიატის ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში  ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით მიიღებენ. ახალგაზრდები  სხვადასხვა ქვედა რგოლის   სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან სახელმწიფო დაწესებულებებში,  კერძო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ.  სულ შემოთავაზებული იქნება  70 სხვადასხვა სფერო, შესაბამისი ვაკანტური სამუშაო ადგილებით.

 
პროგრამა Summer Job გამიზნულია, ერთის მხრივ იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და  გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ხოლო, მეორეს მხრივ გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან  გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და  ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge