კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314
15
161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო!

3 აგვისტო, 2015

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამისათვის,სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდ ადარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.

 

ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა განაცხადების რეგისტრაცია  დაიწყება  3 აგვისტოს 11:00 საათზე  და  გაგრძელდება 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.

 

ამ ვადის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობის კონკურსში გამარჯვება დამოკიდებულია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებულ სკალირებულ ქულაზე. 

 

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლითე ტაპობრივად მიიღებენ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს მობულურ ტელეფონებზე და ელ.ფოსტაზე.  იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის ოპერატორები სტუდენტებს დახმარებას გაუწევენ. ტელ.: (+99532) 2 200 220 (შიდა  3522 და 3523). ასევე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა  კითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: mobility@eqe.ge.

 

მობილობის საფასური 40 ლარია.  სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოსბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტის მეშვეობით.

 

მობილობაში მონაწილეობას იღებს  63  უმაღლესისაგანმანათლებლოდაწესებულება. სულ გამოცხადებულია 13797ვაკანტურიადგილი.

 

დაწესებულებები, რომლებიც 2015-2016 წლისშემოდგომის  სემესტრისმობილობაში  არმონაწილეობენ:

  1. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
  2. უსფ - ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი - სასწავლო უნივერსიტეტი;
  3. სასწავლო უნივერსიტეტი „ბაუინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი";
  4. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
  5. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;

 

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 

 

მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 24 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. შედეგების გამოცხადებისთანავე სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

 

ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს ამჯერადაც სთავაზობს ღია კარის დღეებს 4 აგვისტოს 11:00 საათზე და 18 აგვისტოს 11:00 საათზე. სტუდენტებ სშესაძლებლობა ეძლევათ, შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს  და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.

 

 

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge