კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრი ოფიციალურად გაიხსნა!

13 აგვისტო, 2015

კონკურსის - WorldSkills Georgia გამარჯვებული, საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ბრაზილიაში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსზე იმყოფებიან. WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრება 2015 წლის 11-16 აგვისტოს, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში იმართება.

საქართველოს სან-პაულოში ექვსი ახალგაზრდა წარემოადგენს, რომელთაც 2014 წლის დეკემბერში თბილისში ჩატარებული WorldSkills Georgia -ს რიგით მეორე ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვეს. შეჯიბრი ექვს პროფესიაში ჩატარდა - შედუღება, ვებ-დიზაინი, სამზარეულო საქმე, სარესტორნო სერვისი, ფლორისტიკა და საპარიკმახერო საქმე. გამარჯვებული სტუდენტები არიან მალხაზ ჩიფჩიური, ანდრო ველიჩენკო, გიორგი ჭეიშვილი, ლეონარდო სტეფანოვი, ანა შავაძე და ლია ბულაური

სწორდ ამ შეჯიბრებაში გამარჯვებულები (თითოეულ პროფესიაში პირველ ადგილზე გასულები) იღებენ მონაწილეობას მსოფლიო მნიშვნელობის ასპარეზობაში.
Worldskilsის ფრგლებში წელს პირველად ტარდება სამთავრობო შეხვედრა, რომელსაც 64 ქვეყნის მაღალი დონის თანამდებობის პირები დაესწრებიან. შეხვედრის მიზანია პროფესიული განათლების განვითარების საკითხებზე მსჯელობა და თანამშრომლობაზე შეთანხმება. შესაბამისად, ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია და საქართველოს წარმომადგენლებს ამხნევებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი. 
WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად პროფესიულ უნარებში კონკურსები იმართება, რაც პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება. პროექტი 2012 წელს დაიწყო და მას სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერითა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ახორციელებს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge