კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის

26 თებერვალი, 2012

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 25-26 თებერვალს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე -  ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა შეფასების ეფექტურად განხორციელების მეთოდების განხილვას/ცოდნის გაღრმავებას. აღსანიშნავია, რომ შიდა შეფასების მექანიზმები მთლიანად ეფუძნება ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს.


საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ტრენინგის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იღრმავებდნენ ცოდნას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. ტრენინგი მათ თვითშეფასების მექანიზმების დანერგვაში დაეხმარებათ.


ტრენინგზე დასწრების შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები შეძლებენ სწორად ორიენტირებული სტრატეგიული გეგმისა და სამოქმედო გეგმის შედგენას, თვითშეფასების პროცესის მართვას, ხარისხის შეფასების მეთოდების შერჩევასა და გამოყენებას, თვითშეფასების ანგარიშის მომზადებას და შემდგომი განვითარების გეგმის პრიორიტეტული მიმართულებების დადგენას.


პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა 2012 წლის მაისიდან ივნისის ბოლომდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თვითშეფასების ანგარიშები უნდა წარმოუდგინონ, ჩატარებული ტრენინგი კი ანგარიშების სრულყოფილად წარმოჩენაში დაეხმარებათ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge