კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
29
30    

სიახლეები

„ერთობლივი სწავლება უკეთესი კვალიფიკაციებისთვის“

6 ოქტომბერი, 2015

დღეს, ბათუმში სამდღიანი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს რეგიონული კონფერენცია „ერთობლივი სწავლება უკეთესი კვალიფიკაციებისთვის“ (Mutual learning for better qualifications) გაიხსნა. ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის პლათფორმა N4 ფარგლებში, ევროპული განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვისა და ბელორუსიის განათლების სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ.


ღონისძიება ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებისა და მოდერნიზების მიზნით, რაც დაეხმარება მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შექმნან ერთიანი პლათფორმა, მოახდინონ სისტემაში არსებული ბარიერების იდენტიფიცირება და გაუზიარონ წარმატებული მაგალითები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს. დისკუსიის ფორმატში, კონფერენციაზე მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან მიმართებაში თანამედროვე ტენდენციებს, რათა უკეთ დაგეგმონ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს იმპლემენტაციის პროცესი არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების კონტექსტში.


რეგიონულ კონფერენციაზე ასევე განხილული იქნება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან მიმართებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, მოლდოვასა და უკრაინის მიმდინარე გამოცდილება, არსებული გამოწვევები და სამომავლო ტენდენციები

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge