კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12
13
1415161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

სასწავლო ვიზიტი პორტუგალიაში შრომით მიგრაციასა და სტუდენტთა მობილობის საკითხებთან დაკავშირებით

20 ოქტომბერი, 2015


12-15 ოქტომბერს პორტუგალიის ქალაქებში - ლისაბონსა და პორტოში - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, პრაღის პროცესისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებულ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების დადასტურების სამსახურის უფროსი - ანა მაისურაძე. შეხვედრების თემა ლეგალური მიგრაცია იყო და მოიცავდა შრომით მიგრაციისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის საკითხებს.

სასწავლო ვიზიტისას მონაწილე მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საზღვარგარეთ მიღებული განათლების პორტუგალიაში აღიარებისათვის საჭირო პროცედურებსა და გამოცდილებას. ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა არსებული პროგრამებისა და სტუდენტთა ინტერნაციონალიზაციის თაობაზე პრეზენტაციები გააკეთეს.

შეხვედრა გაიმართა პორტოს უნივერსიტეტის ხელძღვანელ პირებთანაც, რომლებმაც სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს უნივერსიტეტში არსებული პროგრამები და სასწავლო მიზნით პორტუგალიაში ჩასვლის მსურველთათვის საჭირო სამართლებრივი რეგულაციები გააცნეს.

მორიგი შეხვედრა გაიმართა პორტოს ბიზნეს-სკოლაში, სადაც მხარეებს გააცნეს დაწესებულებაში უცხოელთა მიღების პროცედურები. მხარეებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რაც პორტოს სკოლის წარმომადგენელთა განცხადებით, ძირითადად, ბიუროკრატიულ ბარიერებსა და სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ განსხვავებულ საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირდება.

პრაღის პროცესის მე-6 საპილოტე პროექტის მიზანია სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის შესახებ სახელმძღვანელოს შემუშავება. აღნიშნული სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია 2016 წლის დასაწყისში გაეგზავნებათ მონაწილე ქვეყნებს, ხოლო 2016 წლის თებერვალში დაგეგმილ შეხვედრაზე დოკუმენტი სრულყოფილი სახით იქნება წარმოდგენილი.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge