კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

„XXI საუკუნის ტურიზმი და პროფესიული განათლება“

6 ნოემბერი, 2015
პროფესიულ კოლეჯში  „იკაროსი“პირველი საერთაშორისო ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა თემაზე „XXI საუკუნის ტურიზმი და პროფესიული განათლება“. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ტურიზმის მიმართულებით პროფესიული განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, კვლევებისა და მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარება და პოპულარიზაცია, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

კონფერენციაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს „იკაროსის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებმა, მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, კოლეჯის კურსდამთავრებულებმა, რომლსაც საკუთარი კომპანიები აქვთ და დასაქმებულები არიან. მათ საკუთარი წარმატების ისტორიები მოწვეულ სტუმრებს გაუზიარეს. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარდგნენ და ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა სტუმრებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (GIZ, TEMPUS, ევროკავშირი).

იკაროსის სტუდენტმა, პროექტ Worldskills Georgia-ს გამარჯვებულმა (სარესტორნო სერვისი) ლეონარდო სტეფანოვმა წარმოადგინა პრეზენტაცია „ოცნების პროექტი“.

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან უცხოელი სტუმრები, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები, სტუდენტები, განათლებისა და ტურიზმის ექსპერტები, სფეროში მომუშავე ტრენერები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია 6 ნოემბერს დასრულდება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge