კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

რექტორთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა

30 მარტი, 2015
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო  და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები იღებდნენ.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის: „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს“ პროექტი, რომელიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. ასევე იქნა განხილული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სწავლებისა და მეცნიერული კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტასა და მოგვარებას. საბჭომ ასევე იმსჯელა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის საკითხზე და სხვ.

რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყევტილებები. აღნიშნულ რეჯიმში საბჭო მომავალშიც გეგმავს შეხვედრების ორგანიზებას და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი თემების განხილვას.

ვიდეო

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge