კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314
15
161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის აფილირებული სტატუსი მიენიჭა

20 ნოემბერი, 2015

 

როგორც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბოლონიის პროცესის ხელშეწყობისა და ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა, ნინო კოპალეიშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, იმის გამო, რომ ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკომისიასთან და ევროპარლამენტთან, ეს არის პლატფორმა ასოციაციის წევრი ორგანიზაციებისთვის, რომ მათ თავიანთი დამოკიდებულება გამოხატონ ევროპული განათლების ინიციატივების და პოლიტიკის მიმართ.

 
„ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოგვცემს საშუალებას ჩავერთოთ ერთიან ევროპულ პროექტებში. ამასთანავე, დავამყაროთ მჭიდრო კონტაქტები ევროპულ ორგანიზაციებთან, გლობალურ დონეზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობადობა ამაღლდეს და ასევე  გავეცნოთ საუკეთესო პრაქტიკას, გამოცდილებას უმაღლესი განათლების პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ცენტრი მომავალში შეძლებს ჩაერთოს ძალიან საინტერესო ინსტიტუციური განვითარების პროექტებში და თავისი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ევროპულ უნივერსიტეტთა ასოციაცია კი ბრიუსელშია დაფუძნებული, რომელიც ევროპულ უნივერსიტეტებს და განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს აერთიანებს და მას 850-მდე წევრი ჰყავს“, - განაცხადა ნინო კოპალეიშვილმა.
 
მისი თქმით, 2016 წელს საქართველო ბოლონიის პროცესის განხორციელების, მეორე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა იქნება. 
 
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ მეორე სამუშაო ჯგუფი მუშაობს ბოლონიის პროცესის ძირითად ვალდებულებებზე, პასუხისმგებლობებზე უმაღლეს განათლებაში. ეს არის ცენტრისთვის მნიშვნელოვანი იმ მხრივაც,  რომ აღნიშნული სამუშაო ჯგუფი მუშაობს მობილობაზე, ინტერნაციონალიზაციაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე და განათლების აღიარების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა 4 თანათავმჯდომარე ქყვეყნიდან, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. საქართველო ასევე იქნება ჩართული ბოლონიის პროცესის მესამე სამუშაო ჯგუში, რომელიც ბოლონიის პროცესის სამომავლო მიზნებზე და გეგმებზე მუშაობს. ამიტომაც ის, რომ ორივე სამუშაო ჯგუფში ვიქნებით წარმოდგენილი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ტიპის აქტივობები ქართული საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ნდობას აამაღლებს, რაც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ერთ-ერთი მისიაც არის და ასევე ქართული საგანმანთლებლო დაწესებულებების ინფორმირებულობასაც აამღლებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი საქართველოში განათლების ხარისხის განვითარებაზე იმოქმედებს“, - აღნიშნა კოპალეიშვილმა.
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge