კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617
18
1920
21222324252627
282930    

სიახლეები

ტრენინგი - „არაფორმალური განათლების აღიარება“

18 მარტი, 2012

სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი პროფესიული განათლების განვითარებაა. შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ხელშეწყობას გეგმავს. სამინისტროს ინიციატივით, სტუდენტებთან ერთად ნებისმიერ მსურველს ეძლევა პროფესიული განათლების მიღების და მისი გაღრმავების შესაძლებლობა.
 

არსებული რეგულაციები უპრეცენდენტო საშუალებას აძლევს იმ ადამიანებს,  რომლებსაც უმაღლესი პროფესიული განათლება არ მიუღიათ, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობით დიდი გამოცდილება აქვთ შეძენილი, მაგალითად, მზარეული, კონდიტერი, გიდი, დურგალი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, სტილისტი, ღონისძიებათა მომწყობი, მეღვინე, კომპიურეტული გრაფიკოსი, IT, ზეინკალი, მემინანქრე, იუველირი, თექის ხელოსანი. მათ შეუძლიათ მიმართონ მათთვის სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მათი არაფორმალური განათლების აღიარება მოხდება. ეს ადამიანები პროფესიული დიპლომის მქონე პროფესიონალები გახდებიან და თავიანთი განათლებით შეძლებენ ზუსტად უპასუხონ დღევანდელი შრომის ბაზრის გამოწვევებსა და მოთხოვნებს, დასაქმდნენ და მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო.

 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგი - „არაფორმალური განათლების აღიარება“ - ამ მოთხოვნების გამოძახილია. ტრენინგზე ცენტრის  წარმომადგენლებმა  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი კერძო და სახელმწიფო  საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების რეკომენდაციების პროექტი,   მასში შესატანი ცვლილებები და დამატებების მომზადება-გათვალისწინების საკითხები.

 
მონაწილეებმა იმსჯელეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პროცედურის ეტაპებზე, მასში მონაწილე პირთა როლებსა და პასუხისმგებლობებზე, პროცესის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმებზე და მის  სამართლებრივ შედეგებზე.

 
ტრენინგის შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრას, შესაბამისი შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების შემუშავებას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge