კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

,,Summer job’’-ის რეგისტრაციის სტატისტიკა

21 მარტი, 2012

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ,,Summer job’’-ის რეგისტრაცია სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს პროგრამაში დარეგისტრირებისთვის ერთვიანი პერიოდი ჰქონდათ გამოყოფილი, ვაკანტური სამუშაო ადგილები თითქმის ერთ დღეში შეივსო.

,,Summer job’’-ის რეგისტრაცია გუშინ, 20 მარტს დაიწყო და გუშინვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შეთავაზებული 25 000 სამუშაო ადგილზე 24 965 სტუდენტი დარეგისტრირდა. ამ დროისთვის დარჩენილია 35 ვაკანტური ადგილი.

სტუდენტები სპეციალურად აღნიშნული პროგრამისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე www.summerjob.ge-ზე დარეგისტრირდნენ. 20 მარტს აღნიშნულ საიტზე უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - 277 000 გვერდის სტუმარი, 2 764 329 საიტის ნახვა და 124 000 უნიკალური ვიზიტორი.

დარეგისტრირებული სტუდენტები უნიკალურ კოდს, დამსაქმებლის მისამართს ელექტრონულ ფოსტაზე დღეს საღამომდე მიიღებენ. ამავე ფოსტაში მითითებული იქნება იმ ბანკის ფილიალის მისამართი, სადაც სტუდენტები პლასტიკურ ბარათს მიიღებენ.

დარეგისტრირებული სტუდენტები 5 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ დამსაქმებლებთან და გააფორმონ ხელშეკრულება. თუ ამ პერიოდში სტუდენტი დამსაქმებელთან არ გამოცხადდება და არ გააფორებს ხელშეკრულებას, იგი პროგრამას გამოეთიშება და გათავისუფლებულ სამუშაო ადგილზე ხელახლა გამოცხადდება რეგისტრაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მადლობას უხდის ყველა სტუდენტს აქტივობისთის.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge