კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების საკითხების განხილვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

22 მარტი, 2012

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.


შეხვედრას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი კერძო და სახელმწიფო  დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების რეკომენდაციების პროექტი,   მასში შესატანი ცვლილებები და დამატებების მომზადებისა და გათვალისწინების საკითხები.


შეხვედრის მონაწილეები არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებასთან დაკავშირებით თავიანთ მოსაზრებებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს  უმოკლეს ვადებში წარმოუდგენენ, მათი შენიშვნები რეკომენდაციების  პროექტში აისახება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge