კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12
13
1415161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო

22 იანვარი, 2016


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - https://students.eqe.ge/


2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის  მობილობა დაიწყეო 22 იანვრის 12:00 საათიდან და  4 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ ვადის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგი დამოკიდებულია  სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  დაგროვებულ საკონკურსო ქულაზე. 

ყურადღება!

ელექტრონული პორტალზე დადებითი შედეგის მოპოვების  შემდგომ სტუდენტი ვალდებულია დააკმაყოფილოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წინაპირობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის ოპერატორები სტუდენტებს დახმარებას გაუწევენ, ტელ.: (+995 32) 2 200 220 (შიდა ნომრები: 3522 ან 3523).   მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტის მეშვეობით.

მობილობაში მონაწილეობას იღებს 59 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 8771 ვაკანტური ადგილი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილი გამოაცხადეს:

  • შპს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი - 600 ადგილი;
  • სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 529;
  • შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - 500 ადგილი;
  • ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - 491 ადგილი;
  • სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 423 ადგილი.

დაწესებულებები, რომლებიც 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:

  • სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სასწავლო უნივერსიტეტი „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი";
  • სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
  • სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
  • სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
  • შპს ამერიკის ბიზნესის აკადემია;
  • შპს - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;

 მობილობას ასევე არ აცხადებენ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული შემდეგი დაწესებულებები:

  • ა(ა)იპ - თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია;
  • ა(ა)იპ - წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო სემინარია;
  • ა(ა)იპ მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი;
  • ა(ა)იპ - მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია;
  • ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქო გრემის სასულიერო სემინარია;
  • ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს  წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარია;
  • ა (ა) ი პ საქართველოს საპატრიარქოს ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია;
  • ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.

 

მობილობის შედეგები 8 თებერვალს გამოქვეყნდება ელექტრონულ პორტალზე. შედეგების გამოცხადებისთანავე სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამჯერადაც სთავაზობს სტუდენტებს ღია კარის დღეებს 28 იანვარსა და 2 თებერვალს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.

 

მობილობის წესი და პროცედურა

ხშირად დასმული კითხვები

საინფორმაციო ბუკლეტი

ვიდეოინსტრუქცია

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge