კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324
25
2627
282930    

სიახლეები

''Summer Job'' პროგრამის მონაწილეებთან ხელშეკრულების გაფორმების ვადები

5 აპრილი, 2012

საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტები 5 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ დამსაქმებელთან (ელ.ფოსტაში მითითებულ მისამართზე) და ხელი მოწერონ შრომით ხელშეკრულებას.  სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ხელშეკრულების გაფორმებისათვის არ არის საჭირო რეგისტრაციის კოდი. იმ შემთხვევაში თუ ელ.ფოსტაში არ არის მითითებული ან არასრულადაა მოცემული დამსაქმებლის მისამართი, სტუდენტმა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და პრობლემა უნდა მოგვწეროს ელექტრონულ მისამართზე report@summerjob.ge.

თუ სტუდენტი მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება დამსაქმებელთან და ხელს არ მოაწერს შრომით ხელშეკრულებას, იგი გამოეთიშება პროგრამას და მის სამუშაო ადგილზე 15 მაისის შემდეგ გამოცხადდება ხელახალი რეგისტრაცია. ეს საშუალებას მისცემს სხვა სტუდენტებს, ხელახლა მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში.

პლასტიკური ბარათების მიღება სტუდენტებს მათ მიერ არჩეულ ბანკის ფილიალში შეეძლებათ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუმცა ზუსტი თარიღის შესახებ ყველა იქნება ინფორმირებული. პლასტიკური ბარათის მისაღებად სტუდენტებს დასჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და რეგისტრაციის კოდი.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge