კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
2122232425
26
27
282930    

სიახლეები

საქართველოს ბანკი „Summer Job“-ის მონაწილეებს პლასტიკური ბარათებით უზრუნველყოფს

12 აპრილი, 2012

საქართველოს ბანკი სტუდენტთა დასაქმების პროგარამა „Summer Job“-ის მონაწილე 25 000 სტუდენტისათვის პლასტიკურ ბარათებს დაამზადებს.

 

„Summer Job“-ში მონაწილე ყველა სტუდენტი, საქართველოს ბანკის მიერ დამზადებული პლასტიკური ბარათის მეშვეობით, შეძლებს პროგრამის ფარგლებში გამომუშავებული თანხის მიღებას. ბარათით ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ანგარიშსწორების განხორციელება, როგორც საქართველოს,ისე საზღვარგარეთის სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატში.

 

შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ბანკს შორის დღეს გაფორმდა. შეთანხმებას ხელი სტუდენტთა დასაქმების პროგრამის სპიკერმა მარიამ საჯაიამ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ გომართელმა მოაწერეს.

 

სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან მიწოდებული ელექტრონული ბაზის საფუძველზე, სადაც მომხმარებლის მონაცემები, კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და რეგისტრაციის კოდი  იქნება თავმოყრილი, მოხდება სტუდენტებისათვის ანგარიშის გახსნა და ბარათების დამზადება. სტუდენტი პლასტიკურ ბარათს მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ბანკის სერვისცენტრში მიიღებს.

 

პროგრამის მონაწილე სტუდენტებისათვის პლასტიკური ბარათი სპეციალური დიზაინით დამზადდება, რომელზეც  „Summer Job“ პროგრამის ლოგო თეთრ ფონზე იქნება ასახული.

 

სტუდენტებს პლასტიკური ბარათები უსასყიდლოდ გადაეცემათ, ბარათებზე ანაზღაურება საზაფხულო სამუშაოს დასრულების შემდეგ დაირიცხება. ბანკის მიერ ასევე შემოთავაზებულია პირობა, რომ ანგარიშზე არსებულ დადებით ნაშთს სარგებელი დაერიცხება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge