კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324
25
2627
282930    

სიახლეები

Summer Job-ის მონაწილეები იმ გარემოს გაეცნენ, სადაც ზაფხულში დასაქმდებიან

17 აპრილი, 2012

სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 600-ზე მეტი სტუდენტი სამედიცინო სფეროში დასაქმდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პროექტის მონაწილე სტუდენტებთან ერთად ქალაქ წნორში ახლადგახსნილ ”არქიმედეს კლინიკას” ეწვივნენ და  ის გარემო დათვალიერეს, სადაც მომავალი ექიმები ზაფხულში დასაქმდებიან.

დასაქმების პროექტის ”Summer Job” მონაწილეები, რომელთაც სამედიცინო მიმართულება აირჩიეს, საქართველოს მასშტაბით  არსებულ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ. მათ სხვადასხვა სამუშაოს შესრულება მოუწევთ, ამით ისინი გამოცდილებას შეიძენენ და პირველ ანაზღაურებასაც მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის ”Summer Job” ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება.  სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, სხვადასხვა სახელმწიფო და თუ კერძო სექტორში იმუშავებენ. თითოეული სტუდენტი ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს.

ერთთვიანი სამუშაოს შესრულებისას გამომუშავებული თანხა სტუდენტს საშუალებას მისცემს საკუთარი სწავლა თავად დააფინანსოს ან თანხა  სურვილისამებრ გამოიყენოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge