კალენდარი

arrow ოქტომბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნამდვილობა

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების  ნამდვილობის დადასტურებისას  სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.
 
პროცედურა
 
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების  ნამდვილობის დადასტურების მიზნით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება (განცხადება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ფოსტის მეშვეობით - განცხადების ფორმა;
2. საგანმანათლებლო დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
4. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში - უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);
5. შესაბამისი საფასურის  გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 40 ლარი ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე); დაჩქარებული წარმოება 15 სამუშაო დღე - 80 ლარი; 5 სამუშაო დღე - 120 ლარი; 1 სამუშაო დღე - 250 ლარი; (ელექტრონული გადახდა )
ერთი სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევა ხორციელდება ცალკეულ საგანმანათლებლო დოკუმენტებთან დაკავშრებით, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით :

ა) ცენტრის მიერ გაცემული, საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი;
ბ) ცენტრის მიერ გაცემული, საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი;
გ) ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად საქართველოში მიღებული ზოგადი/პროფესიული განათლების აღიარების ამსახველი ზოგადი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატის/სერტიფიკატის/დიპლომის დუბლიკატი.
* ამასთან, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გადაწყვეტილების მოსამზადებლად, პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მომსახურებისათვის გადასახდელ საფასურს დაემატა 25 ლარი). 
6. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი. 
7. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ უნდა იქნას აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (ვეტერანის მოწმობა, დევნილის მოწმობა,  და ა.შ)


ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები: 
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა 
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში 
ბანკის კოდი - TRESGE22 
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)

 
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 %-ით;
დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 %-ით.
ე) სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები - 20%-ით.


 
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი ნებისმიერი უცხოენოვანი დოკუმენტი  საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებას!

 

 
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საქართველოში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. შესაბამისად, ნამდვილობის დადასტურების შესახებ განცხადების უცხო ენაზე შევსებისას აუცილებელია, რომ განმცხადებელმა ცენტრში წარმოადგინოს აღნიშნული უცხოენოვანი განცხადების ქართულ ენაზე შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;


ხშირად დასმული კითხვები

საგანმანათლებლო დოკუმენტებს აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იუსტიციის სახლებსა და ტერიტორიულ სამსახურებს.

იუსტიციის სახლები: თბილისი, ზუგდიდი, მესტია, ახალციხე, მარნეული, ყვარელი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი, თელავი, გურჯაანი, ოზურგეთი, გორი, ფოთი, თიანეთი, ყაზბეგი და ბორჯომი.
ტერიტორიული სამსახურები: ახალქალაქი, ბორჯომი, დმანისი, ვანი, კასპი, ნინოწმინდა, სენაკი, ქარელი, ქობულეთი, ჩოხატაური, ჩხორუწყუ, წალენჯიხა, წალკა და ხაშური.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge