კალენდარი

arrow აგვისტო 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
345678
9
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამა

საჯარო დაწესებულება, კანონის თანახმად, თავისი საჭიროებების ანალიზისა და მოხელეთა შეფასების შედეგების შესაბამისად, განსაზღვრავს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებას. მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროება წარმოადგენს მოხელის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების განვითარების საფუძველს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება და საჯარო დაწესებულების გამართული ფუნქციონირება. ამ მიზნით, საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებში (საბაზისო ან დამატებითი) მონაწილეობას. 
მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის ხარისხის კონტროლს (აკრედიტაცია) უზრუნველყოფს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge