კალენდარი

arrow სექტემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
30      

პროგრამების აკრედიტაცია უცხოური ორგანიზაციების მიერ

პროგრამების აკრედიტაცია უცხოური ორგანიზაციების მიერ


უმაღლესი განათლების საკანონმდებლო ჩარჩო საშუალებას აძლევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოში შეიმუშაონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები ევროპული მიდგომის გამოყენებით. ეს უზრუნველყოფილია შემდეგი დოკუმენტებით:

• განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონის  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად“; 
• აკრედიტაციის დებულების მიხედვით (რომელიც დამტკიცებულია მინისტრის 2011 წლის, 4 მაისის, #65/ნ ბრძანებით), „ცენტრი აღიარებს აკრედიტაციას, რომელიც მინიჭებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით“. 
ასევე, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმების წესი (რომელიც დამტკიცებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, 2017 წლის 3 თებერვლის, #74 ბრძანებითESG-2015-ზე დაყრდნობით იძლევა რეკომენდაციებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის იმისათვის, რომ უსდ-ებმა ყურადღება გაამახვილონ პროგრამის ერთობლივ მახასიათებლებზე მისი შემუშავებისას. 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge