რეესტრი

საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი წარმოადგენს ქვეყანაში არსებული ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის შემცველ მონაცემთა ბაზას. მასში შეყვანილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და აკადემიური პროგრამების შესახებ ინფორმაცია. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს აწარმოებს როგორც ცენტრი, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებები. მონაცემები გამოიყენება მობილობის, გრანტების აღრიცხვის, მათი განაწილების, სტუდენტთა დაზღვევისა და სხვა პროგრამების განსახორციელებლად.

ხარისხის სისტემის განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია, შესაბამისი მონაცემების ეფექტური აღრიცხვა და მათი მაღალი სანდოობა. შესაბამისად, ცენტრი ზრუნავს მის რეესტრში ასახული მონაცემების აღრიცხვისა და გადამოწმების ქმედითი შიდა მექანიზმების უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებაზე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge