სტუდენტთა მობილობა

მობილობაში მონაწილე სტუდენტთა საყურადღებოდ!


შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება. იმისათვის, რომ სტუდენტებმა შეცვალონ არჩევნი, 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის მსურველ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა - 2018 წლის 22 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე.

მობილობის მსურველ/მონაწილე ყველა სტუდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს ან შეცვალოს არჩევანი მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18 საათამდე.

მობილობაში მონაწილე იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერთ-ერთ პრიორიტეტად არჩეული აქვთ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა შეცვალონ არჩევანი არაუგვიანეს 2018 წლის 27 აგვისტოს 18 საათისა.

მობილობის მსურველი სასურველია გაეცნოს ელექტრონული პორტალით სარგებლობის ვიდეო ინსტრუქციას: https://www.youtube.com/watch?v=panQ1IiWqrA

მობილობის პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის - 2200 220 საშუალებით, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge

ღია კარის დღე გაიმართება: 23 აგვისტოს 15.00 სთ

მისამართი: ალექსიძის ქ. 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია).

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge