კალენდარი

arrow ნოემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111314151617
18192021222324
252627282930 

WORLDSKILLS GEORGIA-ს შესახებ


WorldSkills Georgia
 არის  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და კერძო სტრუქტურებისა და ასოციაციების – საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის (GCCI), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA), საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების  (DWVG), საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა (BAG) და საქართველოს  პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC)  – ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია  საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. პროექტი ხორციელდება გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით.

WorldSkills Georgia პროექტი მოიცავს ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით კონკურსების ჩატარებას სხვადასხვა პროფესიულ უნარში, პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას, რომლებიც საქართველოს სახელით WorldSkills-ის საერთაშორისო კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge