კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
1213141516
17
18
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

საერთაშორისო პროექტები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლიდან ჩართულია სხვადასხვა პროექტებში. გთავაზობთ 2012 წლიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალს:

ევროპის განათლების ფონდთან (ETF) თანამშრომლობა
2017 წლის აპრილიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმ ცენტრმა დაიწყო თანამშრომლობა ევროპის განათლების ფონდთან (ETF), ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოს LLL პრინციპებთან დაახლოების მიზნით.
ევროპის განათლების ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაანალიზდა განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და მისი დამტკიცების მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შემუშავდა შემდგომი ორი წლის განმავობაში განსახორციელებელი ღონისძიებათა გეგმა განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანერგვის მიზნით.

„საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“
2016 წლის ივლისის თვეში გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა საგრანტო შეთანხმება, სოფლის მეურნეობაში პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. პროექტი - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“ ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (SDC ) და მოიცავს 2 წლიან (2016 ივლისი - 2018 ივლისი) პერიოდს.

„ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში“ (QA_TNE)
ცენტრი 2015 წლიდან ჩართული იყო ტემპუსის პროექტში „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში“ (QA_TNE), რომლის მიზანს წარმოადგენდა ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავება OCED/UNESCO სახელმძღვანელო პრინციპებისა და გზამკვლევების შესაბამისად. პროექტის კოორდინატორი იყო ფრანგული უნივერსიტეტი სომხეთში, ხოლო პარტნიორები იყვნენ: დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (QAA), ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების ევროპული ფონდი (EFMD), სომხეთის განათლების ხარისხის ცენტრი (ANQA), იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტი (საფრანგეთი), კავკასიის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. პროექტი დასრულდა 2017 წლის ბოლოს.

სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მათემატიკის კურიკულუმების მოდერნიზაცია სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (MathGeAr)
2014 წლის მარტიდან ცენტრი ჩაერთო MathGeAr-ის პროექტში, რომელიც „ტემპუსის“ მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მათემატიკის კურიკულუმების მოდერნიზაცია სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტში ჩართულნი იყვნენ საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ფინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. პროექტს კოორდინაციას უწევდა ზაარლანდის უნივერსიტეტი. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობას იღებდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი. პროექტი 2017 წელს დასრულდა.

პროფესიული განათლების სექტორში ხარისხის განვითარებისა და შესალებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა
2012 წლის ნოემბერში, ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით, ცეტრმა დაიყო „პროფესიული განათლების სექტორში ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელება.
პროექტი მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის მხარდაჭერას. კონკრეტულად კი - პროფესიული სტანდარტებისა და მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებას, პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას, სტუდენტთა გამოკითხვის მეთოდოლოგიის შემუშავებას, სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროფესიულ განატლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და დასაქმების ხელშეწყობას. პროექტი 2013 წლის ნოემებრში შემაჯამებელი კონფერენციით დასრულდა.

უმაღლესი განათლების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის განვითარების პროექტში (Mahatma)
2012 წლიდან ცენტრი ჩაერთო უმაღლესი განათლების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის განვითარების პროექტში (Mahatma), რომელიც ხორციელდება „ტემპუსის“ პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია, საქართველოსა და სომხეთის პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის განათლების მენეჯმენტში სამაგისტრო პროგრამის განვითარებაში დახმარების გაწევა. ცენტრთან ერთად საქართველოდან პროექტის პარტნიორები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნიერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროექტი დასრულდა 2015 წელს.

ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა (PICQA)
2010 წლის ივლისიდან ევროგაერთიანების პროგრამა „ტემპუსის“ ფარგლებში ხორციელდება პროექტი „ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის
შედარებითობის ხელშეწყობა“. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში ხარისხის უზრუნველყოფის მოდელის განვითარებასა და ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას.
ამ სამწლიან პროექტში საქართველო სომხეთსა და გერმანიასთან ერთად ჩართულია როგორც თანაკოორდინატორი ქვეყანა. პარტნიორი ქვეყნებია: საფრანგეთი, ესპანეთი და ჰოლანდია. საქართველოში პროექტის კოორდინატორია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
2013 წელს პროექტის ფარგლებში უსდ-ებისა და ცენტრის თანამშრომლებისთვის გერმანიასა და ესპანეთში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. ცენტრის თანამშრომლებმა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ერთ-ერთი სააკრედიტაციო სააგენტოს, ASIIN-ის, ვურცბურგის უნივერსიტეტში განხორციელებულ სააკრედიტაციო ვიზიტში და დაესწრნენ ASIIN-ის აკრედიტაციის საბჭოს სხდომას.
აკრედიტაციის დებულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგების ანალიზის მიზნით მომზადდა ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ კითხვარი, რომელიც დაურიგდათ უსდ-ების სტუდენტებს, ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალსა და დამსაქმებლებს. შემდეგ ეტაპზე კი გაკეთდა გამოკითხვის შედეგების ანალიზი. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში მომზადდა გარე ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა ტრენინგ მოდული. 2013 წლის 9-11 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ორდღიანი
კონფერენცია. პროექტი 2014 წლის აპრილში დასრულდა.


ENIC-ის შესაძლებლობების განვითარება
2012 წელს საქართველო ჩაერთო დიდი ბრიტანეთის ინიციატივით განხორციელებულ პროექტში - „ENIC-ის შესაძლებლობების განვითარება“, რომლის მიზანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო დოკუმენტების აკადემიური აღიარებისა და შეფასების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და მისი დახვეწა, საერთაშორისო საგანმანათლებლო დოკუმენტების დოკუმენტების შეფასებისას სწავლის შედეგებზე მეტი აქცენტის გაკეთება, განათლების სისტემებისა და კვალიფიკაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge