მობილობის ეტაპები და ვადები


2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები


პირველი ეტაპი:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების შესახებ წერილობითი განაცხადის (თანდართული ელექტრონული ფორმა) ცენტრში წარდგენის ვადა - 2018 წლის 09 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით;

2. ცენტრის მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2018 წლის 17 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით.

მეორე ეტაპი:

1. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისა ვადა - 2018 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 სთ-მდე;

2. სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა - 2018 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 სთ-მდე;

3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2018 წლის 22 აგვისტოს.


მესამე ეტაპი:

1. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა - 2018 წლის 22-23-24 აგვისტო;

2. მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა - მიმღები უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები;

3. მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა- მიმღები უმაღლესი დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები.


მეოთხე ეტაპი:

1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების (თანდართული ელექტრონული ფორმით) ცენტრში წარდგენის ვადა - 2018 წლის 24 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით;

2. სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა -2018 წლის 12 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით;

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა - 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე.


მეხუთე ეტაპი:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა - 2018 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით;

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების ცენტრში წარდგენის ვადა - 2018 წლის 3 ოქტომრის ჩათვლით; 

3. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის ვადა - 2018 წლის 5 ოქტომრის ჩათვლით;

4. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის ვადა- 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით;

5. მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების (თანდართული ელექტრონული ვერსიით) ცენტრში წარდგენის ვადა - 2018 წლის 7 ოქტომბერამდე;

6. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებიდან ამონაწერის (თანდართული დოკუმენტებით) გაცემის ვადა -სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge