კალენდარი

arrow აპრილი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

უმაღლესი ხარისხის განათლების უზრუნველყოფის სამსახური

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

• ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების „ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ შესაბამისობაში მოყვანა;
• საერთაშორისო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განხორციელების ხელშეწყობა
• კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი საქმიანობის ანალიზი, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
• მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესების განხორციელება;
• ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების და პროცედურების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება - განვითარების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის ხელშეწყობა;
• ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების განვითარება და განხორციელება;
• ექსპერტთა კორპუსის მართვა და განვითარება;
• ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
• საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების მომზადება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge