კალენდარი

arrow აპრილი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

• მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად საავტორიზაციო და სააკრედიტაციო პროცესის განხორციელება;
• ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების და პროცედურების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
• ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების განვითარება და განხორციელება;
• ექსპერტთა კორპუსის მართვა და განვითარება;
• საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების მომზადება;
• პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, განხორციელების მხარდაჭერა და მონიტორინგი;
• პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათებლო პროგრამის ჩარჩო- დოკუმენტების, მოდულების შემუშავებასა და განვითარებაში მონაწილეობა;
• პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო- დოკუმენტების, მოდულების შემუშავების მეთოდოლოგიისა და წესის განვითარებაში მონაწილეობა;
• საგანმანათლებლო რესურსებისა და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობა;
• პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა;
• კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი საქმიანობის ანალიზი, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის რეკომენდაციების შემუშავება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge