კალენდარი

arrow ივლისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819
20
2122
23242526272829
3031     
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო

საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

 

  • ცენტრის სტრატეგიის შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციებში/ასოციაციებში/ქსელებში ცენტრის გაწევრიანების პროცესის წარმართვა და მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
  • ბოლონიის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან თანამშრომლობა;
  • საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციების საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში გავრცელების მიზნით ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და მათი განხორციელების გზების დასახვა;
  • განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია;
  • საერთაშორისო აკრედიტაციის განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
  • ევროკავშირისა და განათლების სფეროში მისი პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება;
  • ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით განათლების სფეროში შესაბამისი ცვლილებების გახორციელებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგის პროცესის ხელშეწყობა;
  • ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლობის კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან;
  • ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეფასების პროცესების კოორდინაცია;
  • ცენტრის ორგანიზაციულ განვითარებასთან დაკავშირებული პროექტებისა და პროგრამებისათვის დონორებისა და ფონდების მოძიება და მოზიდვა.
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge