კალენდარი

arrow დეკემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
171920212223
24252627282930
31      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიული განათლების ხარისხის ხარისხის უზრუნველყოფა

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების გამოყენებით.

ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმებს აყალიბებენ და ახორციელებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.

ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიმები განსაზღვრული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მის განხორციელებაზე პასუხისმგებელია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ცენტრში შექმნილია პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება შემდეგი მექანიზმები:
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია;
- ავტორიზებული უმაღლესი ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან ამ სტატუსის მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების გეგმიური მონიტორინგი;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების არაგეგმიური მონიტორინგი;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების პროცედურები;
- სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის პროცედურები.

ხარისხის უზრუნველყოფის მექანიმების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი, რომელიც დაკომპლექტებულია განათლებისა და პეროფესიული სწავლების სფეროების შესაბამისი დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. სამსახური ახორციელებს ექსპერტთა კორპუსის წევრების პროფესიული განვითარების ინტენსიურ ღონისძიებებს, მათი მუშაობის მონიტორინგს, შეფასებას, კორპუსის პერიოდულ განახლებას.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, ინფრასტრუქტურის, რესურსების და საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნებს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები). საბჭოების შემადგენლობები მტკიცდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ხოლო მათ მუშაობას ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს ცენტრში არსებული სამდივნოები.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დაწესებულებებს უზრუნველყოფს კონსულტაციებით, ტრენინგებით, დამხმარე სახელმძღვანელოებით და გზამკვლევებით.

სამსახური კონსულტაციებს უწევს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლებსაც.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის- მოდულური პროგრამების დანერგვა და დუალური სწავლების პრინციპების შემოღება, რაც ხარისხის უზრუნველყოფის არსებული მექანიზმების გადახედვის და მათი განსხვავებული შინაარსით დატვირთვის აუცილებლობას იწვევს.

ამ მიზნით მიდინარეობს მუშაობა ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტზე, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის დამატებითი მექანიზმების (მაგალითად, ვერიფიკაცია) პილოტირებაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულია მოდულური/დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ქვეპროგრამა, რომლის ადმინისტრირებასაც ცენტრი ახორციელებს. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება დაწესებულებებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, მათ შორის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განვითარების კუთხით.

ცენტრი ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს ეროვნული პროფესიული საბჭოს მიერ შექმნილი პროფესიული განათლების ხარისხის თემატური სამუშაო ჯგუფის მუშაობას, რომელიც სოციალური პარტნიორობის პრინციპითაა დაკომპლექტებული და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ექსპერტიზას და ინიცირებას ახორციელებს ეროვნული პროფესიული საბჭოს წინაშე.

პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია დონორების დახმარება, მათ მიერ განხორციელებული პროექტების სახით, როგორიცაა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (MCA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია (GIZ), ევროკავშირის დახმარების პროგრამა, ევროპის განათლებისა და ტრენინგების ფონდი (ETF).

ცენტრის ვებგვერდის წინამდებარე რუბრიკაში დაინტერესებული პირი იპოვის ინფორმაციას პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების, პროცედურების, სამუშაო ფორმების, სტანდარტების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge