კალენდარი

arrow აგვისტო 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
26
2728293031 

კონსულტაციები

სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მართავს კონსულტაციებს დაინტერესებული პირებისთვის.

ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ ინდივიდუალური კონსულტირებით. ამისათვის საჭიროა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზთან დაკავშირება და წინასწარი ჩაწერა.

გარდა აღნიშნულისა, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დაინტერესებულ პირებს დამატებით საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისებს ღია კარის დღის ფორმატში სთავაზობს. ღია კარის დღეები ჩატარდება ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს 16 საათზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ღია კარის დღეზე დასასწრებად საჭიროა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზთან დაკავშირება და წინასწარი ჩაწერა.

ცხელი ხაზი - (+995 32) 2200 220 (*3599).

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge