კალენდარი

arrow მაისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21
22
2324252627
28293031   
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სურვილის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ცენტრში წარადგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმას, მასზე დასართავ დოკუმენტაციას და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საფასურის ოდენობა განისაზღვრება განსახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;

პროფესიული საგანმანათლებლო 
პროგრამების რაოდენობა

საფასური (ლარში) მივლინების
საჭიროების გარეშე

საფასური (ლარში) მივლინების
საჭიროების შემთხვევაში

1-10

4299

5889

11-20

5609

7870

21-30

6265

9396

31-50

6920

10923

 

იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, შესაბამისი საბჭო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება საგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება ავტორიზაციის ვადით.

საფასურის გადახდა ხორციელდება ცენტრის ანგარიშზე:
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური).

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge